ოთარ შამუგია სასათბურე მეურნეობების მქონე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასათბურე მეურნეობის მქონე ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

„სამინისტრო არაერთი მიმართულებით ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ პროექტებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბაზრის გაჯერებას, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტი დარგის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და მეწარმეებთან განხილვის საფუძველზე იქნება და მათ საჭიროებებზეა მორგებული. შესაბამისად, ყველა სამუშაო ფორმატში სამომავლო გეგმებს განვიხილავთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით სამინისტროს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, აგროწარმოების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა ქალებისთვის; გრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მხარდაჭერა იმ ფერმერების, რომელთაც სასათბურე მეურნეობებში მოყავთ მოსავალი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს