საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი განახლდა

„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ ციფრულ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ფუნქციონალები კი კიდევ უფრო ამარტივებს მის გამოყენებას. ესენია:

  1. მიზანზე ორიენტირებული კამპანია - Ads მენეჯერს წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფუნქციონალი დაემატა, რაც ბიზნესს კამპანიების გაშვების შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ მას პლატფორმაზე ველების ინდივიდუალურად შევსება აღარ უწევს. მიზნობრიობის მონიშვნის შემდეგ, Ads მენეჯერი ბიზნესს შეთავაზების საუკეთესო კონფიგურაციას ავტომატურად სთავაზობს. მიზნებს შორისაა: გაყიდვებისა და ლოიალურობის ზრდა; საშუალო გადახდის ზრდა; ახალი მომხმარებლების მოზიდვა და სხვა.
  2. მიმდინარე / დასრულებული შეთავაზებების ანალიტიკა - ეს გაფართოებული ანალიტიკაა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ ისარგებლა შეთავაზებით, როგორია მისი დემოგრაფიული მონაცემები და სხვა მახასიათებლები.
  3. განახლებული Dashboard – Ads მენეჯერის განახლებულ Dashboard-ზე ამიერიდან ხელმისაწვდომია მიმდინარე და მომლოდინე შეთავაზებების თვალყურის დევნება. აქ, ასევე, შეთავაზების დეტალების გახსნის გარეშე კამპანიის მთავარი ანალიტიკური მონაცემებიც ჩანს.
  4. ტურის ფუნქციონალი ერთგვარი პირადი ასისტენტია. იგი ბიზნესს Ads მენეჯერის თითოეულ ფუნქციონალზე დეტალურ განმარტებებს სთავაზობს და შესავსები ველების თანმიმდევრობას უჩვენებს.

„მოხარული ვართ, რომ ბიზნესებს ვთავაზობთ როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალურ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მათ მომხმარებლების მოზიდვის, გაყიდვების სტიმულირებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ციფრულ პლატფორმებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ვანახლებთ. უკანასკნელი განახლებაც სწორედ მათ საჭიროებებზე საპასუხოდ და პროცესების გამარტივების მიზნით განვახორციელეთ. ვიმედოვნებთ, განახლებული Ads მენეჯერი მცირე და საშუალო ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

Ads მენეჯერით სარგებლობისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა