გიორგი გაბიტაშვილი - ბოლო წლებში, პროკურატურაში დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით,  არაერთი რეფორმა განხორციელდა

ბოლო წლებში, პროკურატურაში დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, არაერთი რეფორმა განხორციელდა - აღნიშნული გამოიხატა: სპეციალიზაციის დანერგვაში, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებში, განგრძობად ტრენინგებში და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებაში, შესაბამისად, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ODIHR-მა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ქართველ სამართალდამცავთა გადამზადების კუთხით მიღწეული პროცესი დადებითად შეაფასა.

„შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე უნდა გაგრძელდეს საქმეთა მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების ანალიზი, რაც მოიცავს დანაშაულის კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს. საჭიროა, ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერება, ამ დანაშაულის თემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის გაზრდა, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში, აუცილებელია ფემიციდზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება. მნიშვნელოვანია პროკურატურის გამოცდილება ფემიციდის საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზებასა და ჩატარებაში, რაც უნდა გაგრძელდეს.

საპროკურორო საბჭო „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრებას მართავს. გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს