იაგო ხვიჩია - ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა, რომ არჩევნებში 3-ის ნაცვლად 5 პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“ - „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ

ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნებისა“ და “გირჩის“ მონაწილეობა საკმარისია არჩევანის გასაკეთებლად.

„სულ სამი პარტია არსებობს: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ამის ნაცვლად ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ. სამი პარტია სრულიად საკმარისები ვართ იმისთვის, რომ მწირი, მაგრამ არჩევანი არსებობდეს,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების ჩატარების შეჩერებას, დეპუტატის თქმით, ნებისმიერი რამ, რომელიც საქართველოს აშშ-თან ურთიერთობას უფუჭებს, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგაა.

„იმედია, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაში, ორივე ქვეყნის არჩევნების მერე იქნება გადატვირთვა და ერთმანეთს მოვუბოდიშებთ ამ გაუგებრობას, რომელიც აწმყოში ჩვენსა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორისაა გამეფებული. ნებისმიერი რამ, რომელიც აშშ-თან ურთიერთობას გვიფუჭებს, მუშაობს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ ის მორალური ფარი, რომელიც გვქონდა „ამერიკელები გვეხმარებიან“, ეს ფარი გვცილდება ნელ-ნელა. როცა ეს ფარი არ არსებობს, არ მჯერა, რომ რომელიმე ტანკს შეუძლია იმავეს მოტანა, რასაც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობა ჰქვია. როცა ასეთ რაღაცებს შორდები, რჩები პუტინის კეთილი ნების იმედად, რომ ის კარგი კაცია და საქართველოს თავს არ დაესხმება. ეს რამდენად აბსურდულია, ხომ წარმოგიდგენიათ?!“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია