კახა კალაძე ოპოზიციაზე - რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს - როცა ხარ მავნებელი, რადიკალი, საზოგადოება ამას შესაბამისად უპასუხებს

რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან „რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის“.

„რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა და მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ცუდი შემოიტანონ. საზოგადოების დაპირისპირება, გახლეჩა - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან, როგორ იქნებიან ეს კონკრეტული ადამიანები. კი პარტიებს, რაღაც ახალ სახელებს ქმნიან, აქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ახალი პოლიტიკური სახეები არიან, თუმცა დავიწყებული ძველი სახეები არიან. ვინ არიან ეს ადამიანები? - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო, ზუსტად იმ ადამიანებით შედგებოდა, ვინც თავი საკუთარი ბინძური ქმედებებით დაგვამახსოვრა. გავიხსენოთ გვარამია, მელია, ბოკერია და ა.შ. ჩამონათვალი და სია დიდია. საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი. რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

ეს არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს კონკრეტული პარტიები ცალ -ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, გაერთიანდებიან და ერთიან პლატფორმაზე იქნებიან, როცა ხარ მავნებელი, რადიკალი ამას საზოგადოება ყოველთვის შესაბამისად უპასუხებს“, - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს