ლევან ცუცქირიძე - დღეს, ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე, რომ კიდევ უფრო კონკრეტული ფოკუსი გვქონდეს თუ ვინ შეიძლება იყვნენ ჩვენი პოტენციური პარტნიორები

საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ და წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც საარჩევნო კამპანიის ხასიათსა და გეგმებზე იმსჯელეს.

როგორც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ველზე სიძულვილის ენა გაქრეს და სწორედ ეს მოთხოვნა აქვთ მოძრაობის წევრებს პოტენციურ პარტნიორებთან.

„ახლა მიმდინარეობს კამპანია თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო კამპანია, რა უნდა ვაკეთოთ, რა უნდა ვთქვათ და რა პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ეს კამპანია. ჩვენ როდესაც მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დავაფუძნეთ, ვთქვით, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, რომლებიც იზიარებენ იმ პრინციპებს, რომელიც ჩვენს დაფუძნებულ მანიფესტშია აღწერილი.

დღეს, ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე, რომ კიდევ უფრო კონკრეტული ფოკუსი გვქონდეს თუ ვინ შეიძლება იყვნენ ჩვენი პოტენციური პარტნიორები. ამ მხრივ ჩვენი პარტნიორები შეიძლება იყვნენ ისინი, რომლებიც 2 პრინციპს გაიზიარებენ: პირველი-ქართული საზოგადოება დაიღალა მუდმივი ბრაზისგან და სიძულვილის ენისგან. ჩვენი კამპანია ემიჯნება სიძულვილის ენას პოლიტიკურ პროცესებში.

მეორე-არ შეიძლება მხოლოდ ზოგადი დებულებებით შემოიფარგლებოდეს საარჩევნო კამპანიები. საზოგადოებას სჭირდება ნათელი და კონკრეტული გეგმები, თუ რა მოხდება არჩევნების მეორე დღეს და როგორ ვაპირებთ ქვეყანაში პრობლემების მოგვარებას."- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციები ყველა პარტიასთან და პოლიტიკოსთან აქვთ, თუმცა კონკრეტულ პარტიასა და სახელ და გვარებს საბოლოო გადაწყვეტილებების შემდეგ დაასახელებს.

„კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გვქონდა. ახლა ბევრი პარტიისა და პოლიტიკოსის სახელი და გვარი შემიძლია გითხრათ, თუმცა სანამ გადაწყვეტილებები საბოლოო არ იქნება, გამოდის, რომ არათანმიმდევრულად ვესაუბრები საზოგადოებას.

ჩვენი თვითმიზნებია: საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპული კურსის გადარჩენა.

თუკი ჩვენ ვერ შევთანხმდით, რომ არ გამოვიყენოთ სიძულვილის ენა და თუკი ქვეყანაში არაფერი არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლების გარდა, ასეთ პარლამენტში არაფერი არ გვესაქმება“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე