მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს პოლონეთში ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს პოლონეთში ელოდებიან და ვიზიტის ფარგლებში ის უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანჯეი სეინამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ირიბად დაადასტურა.

კერძოდ, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ზელენსკის დღეს პოლონეთს ეწვიოს, ანჯეი სეინამ უპასუხა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო ვერაფერს გაამჟღავნებს და ეს „გახდება ცნობილი მაშინ, როცა გახდება ცნობილი“.

პოლონეთის მთავრობაში გასულ კვირას განაცხადეს, რომ ზელენსკი, შესაძლოა, ვაშიგტონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გამგზავრებამდე ვარშავაში ჩავიდეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა