მიხეილ სააკაშვილი - რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში? - ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს, ქართველების ადგილი აღარ იქნება - ნურას უკაცრავად! ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა

გადაწყვიტეს ჩინელები შემოიყვანონ, ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში - ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად! ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დროს, 800 ათასმა ქართველმა დატოვა საქართველო და თუ ასე გაგრძელდა, „საქართველო ქართველებისგან დაიცლება“.

„ანაკლიაში ლაზიკის პორტი გათვლილი გვქონდა იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს ჩინელები შემოიყვანონ, ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში, გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას?! ისევე როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც იმისთვის შევქმენით, რომ 60 ათასი ადამიანი დაგვესაქმებინა, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ჩვენ საქართველო საქართველო მოქალაქეებს უნდა დავუბრუნოთ. ძალიან უჭირს იმ თაობას, რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. ჩემი შვილი, ნიკოლოზი მუშაობდა კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში 4 ლარს იღებდა, მისი თანატოლები, ასევე, მუშაობენ, ოჯახები ჰყავთ შესანახი. როდესაც ასე მუშაობ, სწავლის და განვითარებისთვის დრო არ რჩებათ. ეს ის თაობაა, რომელსაც თავის დროზე „მიშას თაობა“ ვუწოდე. ეს ის თაობაა, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ძალაუფლება. ეს თაობაა, რომელმაც საქართველო ძალიან წინ უნდა წაიყვანოს.

ერთი ფაქტი ჯიუტია. ჩვენს დროს ბევრად მეტი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ივანიშვილის დროს, 800 ათასმა ქართველმა მიატოვა საქართველო. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველებისგან დაიცლება, ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად! ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

ამასთან, როგორც მან განმარტა, იმისთვის, რათა სოციალური უსამართლობა დავამთავროთ, „მკვეთად უნდა ამოვდოთ ლაგამი ბანკების ზემოგებას“.

„ბანკებმა "დააკაბალეს" მთელი საქართველო. ბანკების მოგებები შესამცირებელია მინიმუმ 10-ჯერ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა