ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს გამართავს

12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618), ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს გამართავს.

როგორც ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც წარმოაჩენენ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო პროექტებს, მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგით შექმნილ პროექტებსა და პროცესებს, რომელთაც სამეცნიერო სამუშაოების დროს იყენებენ.

„სტუმრებს დახვდებათ: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის კარავი – ჰერბარიუმის გამოფენა; კოსმოსური კვლევების ცენტრის კარავი – პლანეტარიუმი და ტელესკოპით მზეზე დაკვირვება; გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კარავი; ეკოლოგიის ინსტიტუტი; ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის კარავი; ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი; დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი; Salis ლაბორატორიის და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავი; ზოოლოგიის ინსტიტუტის კარავი და სხვ.

ღონისძიების დროს ასევე გაიმართება ბოტანიკურ პერსონაჟთა ილუსტრაციის ვორკშოპი. მისი მონაწილენი შეძლებენ პერსონაჟის გამოგონებასა და ილუსტრირებას ბოტანიკური ფორმების გამოყენებით, ისწავლიან მაგალითების მოძიებას, ფორმების განცალკევებას, მოხაზვას, გამარტივებასა და შეერთებას, გაეცნობიან პერსონაჟის ილუსტრირების ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა: სილუეტი, ფერი და აქცენტები.

ვორკშოპი არარსებული ბოტანიკური პერსონაჟის შექმნისა და გაცოცხლების საშუალებას მისცემს მონაწილეებს. მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო მასალებით – თაბახის ფურცლებით, უბრალო ფანქრით, შავ მელნიანი კალმით, პერგამენტის ქაღალდებით, გასაფერადებელი მასალებით (მარკერით, ფერადი ფანქრებით).

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თან იქონიონ საკუთარი გრაფიკული პლანშეტი ან ლეპტოპი სახატავი აპლიკაციებით (Procreate App, Photoshop, Sketch).

ვორკშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://forms.gle/XvvsFcWxiCuXGAeh9

გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდული ადგილების გამო ვორკშოპში მონაწილეობას შეძლებს პირველი 20 რეგისტრირებული პირი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 18:00 საათი. ასევე. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს ეროვნულ ჰერბარიუმს.

ჰერბარიუმის, როგორც ეროვნული საგანძურის, მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით: მცენარეებისა და სოკოების საჰერბარიუმო კოლექციები, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 000 000-ს, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისა და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის. საქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაციაა, შექმნილი კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებულ მკვლევართა მიერ.

ტურზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/CgFwO

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი, 18:00 საათი. ადგილმდებარეობა: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი.

ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევასა და ინვენტარიზაციაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის