გიორგი გაბიტაშვილი - ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა უნდა გააქტიურდეს

ნარკოსაქმიანობიდან მიღებული ფულის გათეთრების იდენტიფიცირების მიზნით, სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა და გააქტიურდეს ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა, ნარკოტიკების გასაღებიდან მიღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ბოლო წლებში, სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელ პირთა გამოვლენის და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

მისი თქმით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ პირების მიმართ მკაცრია და აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენება პატიმრობა. ასევე, გაბიტაშვილის განცხადებით, მკაცრია სასამართლოს განაჩენების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და როგორც წესი, გამსაღებელ პირებთან არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, ნარკოდანაშაულის ყველაზე გავრცელებულ მუხლებზე შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირთა მიმართ ლიბერალური პოლიტიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შესანარჩუნებელია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს