სანდრო რაქვიაშვილი - არ მჯერა, რომ ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთ მხარეს არის ნიკა გვარამია და მეორე მხარეს - მიხეილ სააკაშვილი და თინა ბოკუჩავა

არ მესმის, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ „ნაცები“ არ არიან. „ნაცი“ არ ხარ იმ შემთხვევაში თუ უშვებ, რომ „ნაცებთან” კოალიციას არ შეკრავ და შეკრავ სხვა პარტიებთან, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „პოლიტიკურ სპექტრს და ზოგადად, ქვეყანას დრო იმაზე დააკარგვინეს, ერთიანდებოდნენ თუ არა“.

„ზოგადად, ყველა პარტიის გაერთიანებას ვუჭერდით მხარს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრებზე პარაზიტირებს. არ არის სწორი, მას წაართვა ხმები იმიტომ, რომ ვერ გაიყავი ხმები თუ თანამდებობები. [მხარს ვუჭერდით, რომ] ახალი” იქნება ეს, “ლელო”, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია თუ ა.შ, მათ შორის, "ევროპული საქართველო” შესულიყვნენ “ნაცებში”.

როგორც ჩანს ადგილები და თანამდებობები ვერ გაინაწილეს და ეს ამბავი არ გამოდის. საბოლოოდ, თუ თვითონ სჯერათ იმის, რასაც საუბრობენ, მათ უფრო მეტი ხმა ექნებათ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. პოლიტიკური სპექტრიდან, ალბათ, მოიხსნება საკითხი - ვინ ლახავს ბარიერს.

არ მჯერა, რომ ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთ მხარეს არის ნიკა გვარამია და მეორე მხარეს - მიხეილ სააკაშვილი და თინა ბოკუჩავა. თვითონ ამბობენ, რომ არჩევნებამდეც და მის მერეც ერთიანად იქნებიან. თვითონ ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” არ შეუკრავენ კოალიციას და მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუკრავენ. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ “ნაცები” არ არიან. “ნაცი” არ ხარ იმ შემთხვევაში თუ უშვებ, რომ “ნაცებთან” კოალიციას არ შეკრავ და შეკრავ სხვა პარტიებთან.

თუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა მთავარი ამოცანა, იმაზე კი არ უნდა იმუშაო, რომ უფრო მეტი ადგილი გქონდეს მომავალ პარლამენტში და მიშას [სააკაშვილს] დაუმტკიცო, რომ ტყუილად დაკარგა მთავარი პროპაგანდისტი, არამედ რეალურად უნდა გადადო ადგილებზე ვაჭრობა და პოლიტიკას დაუთმო დრო.

„ახალი” იქნება ეს, “ლელო” თუ ზურა [ჯაფარიძე] ბოლო თვეები მხოლოდ იმაზე დაგვაკარგვინეს, ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს და მთლიანად ქვეყანას, გაერთიანდებოდნენ თუ არა. გეგონება ვინმეს აღელვებდეს მათი შიდა ადგილების გადანაწილება. მგონი, პრობლემა ისაა, რომ მათ მოგება არ უნდათ”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში