რომან გოცირიძე - არასამთავრობო სექტორს ურჩევნია ოპოზიციამ გაიმარჯვოს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ - როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდათ რუსული ხელისუფლების შეცვლა

არასამთავრობო სექტორს ურჩევნია, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ - დღეს, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდათ ამ რუსული ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის შესახებ.

გოცირიძის თქმით, გასაკვირი არაა ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლების ცვლილება სურთ.

„არასამთავრობო სექტორს ურჩევნია, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”, „რუსულმა ოცნებამ, რუსული კანონის მიმღებმა და რუსეთთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა ძალამ. რა არის ამაში გასაკვირი? სად იდგა ამ მიტინგებზე არასამთავრობო სექტორი? რა თქმა უნდა, დღეს, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდათ ამ „რუსული ხელისუფლების“ შეცვლა. ამაზე მიუთითებს ის გამონათქვამები, რაც არის ევროკავშირის სხვადასხვა ლიდერის მხრიდან, ევროპარლამენტში, ამერიკის კონგრესში. ასევე, ის სანქციები, რაც ხელისუფლების მიმართ არის გამოყენებული და გაფართოებულიც იქნება. ამასთან, მიუთითებს, თუნდაც თანამშრომლობის შეჩერება, აგერ სამხედრო წვრთნაც კი გაჩერდა”,- განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს „ძალიან დიდი დარტყმაა“.

„ამერიკული წვრთნების გადადება მხოლოდ სამხედრო კომპონენტის დაზიანებას არ ნიშნავს. ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი, ძალიან დიდი დარტყმა. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე. ფაქტობრივად, სანქციაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაც კი მიუღებლად ითვლება. მალე სამხედრო წვრთნები სომხეთში დაიწყება. ამიტომ არის ეს ხელისუფლება კრიმინალური და დამნაშავე. პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებას და მას ემსახურება”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო