პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა.

„ქართული ოცნება“ როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენ მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.

მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის