მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიური ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ს არაკომერციული ორგანიზაციის - „გიყვარდეს შენი სამეზობლო თემი" (LYNC) ინიციატივით,საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრა გაიმართა რელიგიის სააგენტოსა და გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის (IGE) მეორე ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც 9-10 ივლისს, ბათუმში ჩატარდება.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია „გიყვარდეს შენისამეზობლო თემი" ხელს უწყობს რელიგიის თავისუფლებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და რელიგიურ თემებთან პარტნიორობით.

„ორგანიზაციის დამფუძნებელმა,ვეიდ კუსაკმა და კონფერენციის პარალელური ქალთა ღონისძიებების ორგანიზატორმა, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის ქალთა ჩართულობის თანამშრომელმა ჰალინა კუსაკმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „საზოგადოებების გაძლიერება ქალთა ლიდერობის ხელშეწყობით რელიგიის თავისუფლებისა და სოციალური ერთობის სფეროში". პრეზენტაცია დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, რომელიც დასრულდა კითხვარის შევსებით. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელმა ქალბატონებმა ისაუბრეს თავიანთ თემში, მრევლში განხორციელებული აქტივობების შესახებ, მათ შორის, საქველმოქმედო აქციების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან - იღუმენია მარიამი და იღუმენია ქეთევანი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოდან - ხუმაია მამედოვი, ლამია გაჯიევა, ზარგალამ ჯაფაროვი, სევდა საფაროვა, საქართველოს ებრაელთა კავშირიდან - ელისო ავალიანი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციიდან - კარიტასის დირექტორი ანაჰიტ მხოიანი, სომეხთა-სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან - მარიანა უთმაზიანი, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებიდან - მარინა მაისაშვილი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიიდან - ქალთა მსახურების ხელმძღვანელი ციური ბულაური და ქალთა მსახურების წევრები ია ჩაჩანიძე, მაია კუდუხოვა, ნანა როსტიაშვილი, დალი ნადირაძე, ხათუნა ბაბუციძე, თეა ხიდეშელი, ლალი კვანტალიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან - სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის