„წისქვილმა“ რიგით მერვე რესტორანი „წისქვილი ტერასა“ გახსნა

„წისქვილი ჯგუფმა“ თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში რიგით მე-8 რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს უკვე დღეიდან უმასპინძლებს. ის განსხვავებული დიზაინისა და კონცეფციის რესტორანია და აერთიანებს დარბაზს, ტერასას, ვიტრაჟულ დარბაზსა და ორ დახურულ სივრცეს.

„წისქვილი ტერასას“ მთლიანი ტერიტორია 1800 კვადრატული მეტრია, საიდანაც 800 კვადრატული მეტრი გამწვანებულ ტერასას უკავია. ტერასაზე განთავსებულია ღია საზაფხულო ბარი და სცენა. აქ მოსულ სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ თბილისური ხედებით.

ახალ ფილიალში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც „წისქვილის“ ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები. რესტორანში სტუმრებს დახვდებათ გრილის მრავალფეროვანი მენიუც.

„წისქვილი“ უკვე 22 წელია, პრემიუმ კლასის სარესტორნო მიმართულების ლიდერია საქართველოში. ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ჩვენი გუნდი მუდმივად ამუშავებს ახალ კონცეფციებს და ქმნის განსხვავებულ სავახშმო გამოცდილებებს. „წისქვილი ტერასა“ დიდი შრომით შექმნილი მორიგი პროექტია, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალევე დაიმსახურებს მომხმარებლების განსაკუთრებულ სიყვარულს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გიორგი შველიძე.

„წისქვილის“ პირველი რესტორანი „ეთნო წისქვილი“ 2002 წელს გაიხსნა. დღეს ის ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და აერთიანებს თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე 8 რესტორანს – „ეთნო წისქვილს“, „ლუდის მოედანს“, „ღვინის ეზოს“, „წისქვილს მცხეთაში“, „წისქვილს ვაკეში“, „წისქვილს წყნეთში“ და „წისქვილი ტერასას“. გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი „წისქვილი ბაზარი“.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის