პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის კანონდარღვევით დამუშავებისთვის  არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოავლინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის კანონდარღვევით დამუშავებისთვის არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავტორიზებული პირების მომსახურებას იყენებდა არაერთი კომპანია, რომელთა მიზნებისთვისაც სატელეფონო ნომრებზე იგზავნებოდა მარკეტინგული შეთავაზებები.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა, სხვა უმნიშვნელოვანეს სიახლეებთან ერთად პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების ახლებური წესი ჩამოაყალიბა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებითა და შეტყობინებით მომართა ასობით პირმა, მათ მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე, მათი თანხმობის გარეშე, მარკეტინგული შინაარსის არაერთი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღების შესახებ. წარმოდგენილი მომართვები, მათ შორის, მიემართებოდა ერთი და იმავე კომპანიებისგან მიღებულ შეტყობინებებს. სამსახურის მიერ დაიდენტიფიცირდა პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და წარმოდგენილი განცხადებების/შეტყობინებების რაოდენობისა და შინაარსის, მოცემული კომპანიების საქმიანობის სპეციფიკისა და მათ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლო მასშტაბის გათვალისწინებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების შესაძლო კანონდარღვევით დამუშავების ფაქტების გამოსავლენად, დაიწყო არაგეგმური შემოწმებები (ინსპექტირებები).

შემოწმებების (ინსპექტირებების) ფარგლებში, მონაცემთა სუბიექტების მიერ სამსახურში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად, ავტორიზებული პირების მომსახურებას იყენებდა არაერთი კომპანია (კონტრაქტორი კომპანია), რომელთა მიზნებისთვისაც სატელეფონო ნომრებზე იგზავნებოდა მარკეტინგული შეთავაზებები. ამდენად, სამსახურმა ასევე შეაფასა დასახელებული კომპანიების მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონშესაბამისობის საკითხიც.

შემოწმებების ფარგლებში, მოცემული დროისათვის, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც, სანქციის სახით დაეკისრათ როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა. ამასთან, სამსახურმა ყველა იმ პირს, რომლებიც მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრებს ამუშავებდნენ მათი თანხმობის გარეშე, მისცა შესასრულებლად სავალდებულო დავალება, როგორც მონაცემთა ბაზებში ასახული სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების შეწყვეტის შესახებ, ასევე კანონით განსაზღვრული მონიტორინგის გაწევის თაობაზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მონაცემების უკანონო დამუშავების პროცესების სამომავლო აღკვეთას. ნიშანდობლივია, რომ სამსახურის მიერ გაცემული დავალებები შესასრულებლად სავალდებულოა.

აღსანიშნავია, რომ შემოწმებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონტრაქტორ კომპანიებს მონაცემთა სუბიექტების თანხმობები მოპოვებული ჰქონდათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, მათ მიერ მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებისას არ გამოიკვეთა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები.

სამსახური კვლავ აგრძელებს სხვადასხვა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის/დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირის მიერ, მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონიერების შესწავლას“ , - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის