ნოდარ ხარშილაძე - ამერიკამ გადახედა ჩვენთან ურთიერთობას, უნდა ველოდოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარების გაუქმებასაც - ლილუაშვილმა ცუდი გზავნილები ჩამოიტანა, ამერიკული მხარისგან ვიცი, რომ ცივი შეხვედრები ჰქონდა

სამხედრო წვრთნების გაუქმება - ეს უკვე არის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, არამედ უკვე გადახედა ჩვენთან ურთიერთობას, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ ძალიან ბევრი პროგრამების გაუქმებას.

„საქართველოს ყველაზე მყარი და კარგი ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა პენტაგონთან, ბევრად უფრო მყარი პარტნიორი იყო, ვიდრე სახელმწიფო. 2002 წელს „წვრთნა და აღჭურვის“ პროგრამით მოხდა ურთიერთობებში გარღვევა. ყველაზე მეტი ვიზიტი, ყველაზე მეტი ღონისძიება იყო შეიარაღებულ ძალებთან. პენტაგონი იყო ყველაზე წინააღმდეგი, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შეჩერება ან შეფერხება მომხდარიყო. ეს იყო ბოლო უწყება, ვინც ამას დათანხმდებოდა. ის ფაქტი, რომ სამხედრო წვრთნები გაუქმდა, უწყებისა, რომელიც ყველაზე მეტად აფასებდა საქართველოსთან ურთიერთობას, იმიტომ, რომ მათ პრაგმატული ინტერესებიც ჰქონდათ, ეს იცით რას ნიშნავს? ყველა დანარჩენი ეტაპი გავლილია უკვე, ერთი-ერთზე ყველანაირი საუბრები ამოიწურა, ყველანაირი ვიზიტები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს უკვე არის იმის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, გადახედა უკვე ჩვენთან ურთიერთობას. ეს თუ გააუქმეს, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ძალიან ბევრ სახელმწიფოზე პროგრამების გაუქმებას. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნატოს სამიტზე გამგზავრებას, ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, „ერთ დღეში ყველაფერი უკან არ წასულა და საგარეო საქმეთა მინისტრი სამიტზე ავტომატურად წავა“, რადგან საქართველო „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია.

„[ილია დარჩიაშვილს] ამერიკაში შეხვედრები ექნება, მაგრამ კარგს რას ეტყვიან? მთავარი ვისაც დაავალეს, ის კაცი[ლილუაშვილი] წავიდა და ჩამოვიდა უკვე. ძალიან ცუდი გზავნილი ჩამოიტანა. ქართული მხარისგან არა, იმათი მხრიდან ვიცი, რომ ძალიან ცივი შეხვედრები ჰქონდა. ლილუაშვილმა ვერაფერი ვერ გააკეთა“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე