გიორგი ვაშაძე - ჩვენ ხელს ვართმევთ და ხელს ვუწვდით ყველას, წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს: „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ საქართველოს სირცხვილია და 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყველა ადამიანს მოუსმენს და დახმარების ხელს გაუწვდის.

„წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი - პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძობითი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. არ დარჩენილა ქვეყანა, არ დარჩენილა მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც არ გამოეხმაურა ქართველი ერის ერთიანობასა და ერთსულოვნებას, ქართველი ახალგაზრდების დიდ ბრძოლას და დიახ, ეს იყო იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის.

მეორე ეს იყო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, სადაც 11 ფეხბურთელი კი არა, ოთხი მილიონი ქართველი თამაშობდა და ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო.

ორივე შემთხვევაში ფუნდამენტი მსოფლიო მასშტაბის ამ დიდი აღიარებით იყო ერთიანობა. სწორედ ამიტომ ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. ჩვენი სახელწოდებაა „ერთიანობა“ და ჩვენი ნომერია 5, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა - ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩვენ ხელს არ გავუწოდებთ და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობის ფონზე სირცხვილი გვაჭამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ქართული ოცნებაა“ ეს ძალა, უნდა ჩამოვირეცხოთ და გავთავისუფლდეთ ამ ძალისგან. დადგა დრო, სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი და ამ სირცხვილისგან 26 ოქტომბერს უნდა გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის