თამარ კორძაია - კომპრომისებით, შეთანხმებებით სვლა გამარჯვების ერთადერთი შანსია - მჯერა, რომ ერთიანობა, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, პირველი ნაბიჯია და სხვა ოპოზიციური პარტიებიც გვაჩვენებენ ერთიანობის მაგალითს

მჯერა, რომ ერთიანობა, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, არის პირველი ნაბიჯი და სხვა ოპოზიციური პარტიებიც გვაჩვენებენ ერთიანობის მაგალითს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კორძაიას თქმით, გამარჯვების ერთადერთი შანსი არის კომპრომისებით და შეთანხმებებით სვლა.

“დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ვერთიანდებით იმისათვის, რომ შევასრულოთ საქართველოს მოქალაქის ნება, გვჯერა და გვწამს, რომ მივიღებთ შედეგს. კომპრომისებით, შეთანხმებებით სვლა გამარჯვების ერთადერთი შანსია. ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 1 წლის მანძილზე სასწორზე დადო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამიტომ მიმაჩნია, რომ პირად გემოვნებაზე საუბარი დღეს უკვე ზედმეტია. დღეს, პოლიტიკურ პარტიებს ერთი რამ მოეთხოვებათ, შეასრულონ მათ მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, რომლითაც ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შექმნიან კოალიციურ მთავრობას, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის წითელი ხაზი უნდა იყოს “ქართულ ოცნებასთან” ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა.

მჯერა, რომ ერთიანობა, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, არის პირველი ნაბიჯი და სხვა ოპოზიციური პარტიებიც გვაჩვენებენ ერთიანობის მაგალითს იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს, ამომრჩეველს საკუთარი გემოვნების შესაბამისად შეეძლოს არჩევანის გაკეთება”,- განაცხადა კორძაიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის