თეონა აქუბარდია - რაც მეტი იქნება ისეთი კონფიგურაცია, რომელიც შეძლებს მეტი ხმის მოპოვებასა და არჩევნებით „ქართული ოცნების“ გაშვებას, მით მეტად მივესალმები - ეს არჩევნები მართლა რეფერენდუმია

რაც მეტი ისეთი კონფიგურაცია იქნება, რომელიც შეძლებს მეტი ხმის მოპოვებასა და არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ გაშვებას, მით მეტად მივესალმები ამას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს ბედი გადაწყდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდი ხანია, ერთად არიან. აქ სიახლე არის ლაშა ბაქრაძის, თამარ კორძაიასა და არმაზ ახვლედიანის ამ კონფიგურაციაში შესვლა. ეს არის მათი არჩევანი. მე არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და ამიტომ, ამ ვითარებაში ნამდვილად ვერ ვხედავდი ჩემს თავს მათთან - ეს არასოდეს არ დამიმალავს, მაგრამ ვიტყვი ერთს - მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პროდასავლურ პარტიას ოპოზიციურ ფლანგზე იმიტომ, რომ ამ არჩევნებით საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის, შესაბამისად, რაც მეტი ისეთი კონფიგურაცია იქნება, რომელიც შეძლებს მეტი ხმის მოპოვებასა და არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ გაშვებას, მით მეტად მივესალმები ამას“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კითხვაზე, სად და რომელ გაერთიანებასთან იქნება თეონა აქუბარდია, დეპუტატმა უპასუხა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რადგან არ იცის დანარჩენი ოპოზიციის გეგმები.

„რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რაღაც სირთულეებია, ვიცი, მაგრამ რაზე ვერ თანხმდებიან, არ ვიცი. ძალიან მინდა, მალე დალაგდნენ. ორი თვე გავიდა უკვე რუსული კანონის მიღებიდან და ვფიქრობ, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ გარკვეული კონფიგურაციით წარმოდგენილიყვნენ. ვინ ვისთან ლაგდება, ეს კი არ არის აქ მთავარი, მთავარია ამომრჩეველთან მუშაობა და იმის შეძლება, რომ ყველა ამომრჩეველმა თავისი ადამიანი ნახოს რომელიმე კონფიგურაციაში, მოვიდეს და ხმა მისცეს. ორი თვის მანძილზე ამ კონფიგურაციაზე ლაპარაკი, მე ვფიქრობ, ოპოზიციას აზიანებს ისევე, როგორც ამომრჩეველს და რაც მალე დამთავრდება ეს ფაზა, უკეთესია. თუ არ ვიცი, ვინ ვისთან არის, როგორ შეიძლება ამ მოცემულობაში ვინმესთან მინდოდეს მისვლა. ველოდები იმას, ვინ როგორ და ვისთან დალაგდება, როგორ ფიქრობენ საერთოდ ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის გადარჩენაზე, მერე უკვე მეც ჩამოვყალიბდები. სიმართლე გითხრათ, არ მეჩქარება, ჯერ კიდევ ცესკო-ს ვადები არსებობს. მთავარი არ მგონია იყოს, „ლელო“ ან „ახალი“ რამდენ კაცს შეიყვანს პარლამენტში თუ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ერთიანი ძალებით უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან და ეს არ გამოჩნდება იქამდე, სანამ კონფიგურაციები არ გვეცოდინება და ის ადამიანები, რომლებიც ამ კონფიგურაციაში იქნებიან.

როდესაც ქალი დეპუტატები რეგიონებში დავდიოდით ხალხთან შესახვედრად, დავინახე, რომ არის ძალიან სერიოზული სამუშაო ხალხთან. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ „ოცნება“ ცუდია, საუბარია იმაზე, მოქალაქეებმა დაინახონ, რომელი პარტია რას სთავაზობს მათ. ამის მიხედვით უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მართლა რეფერენდუმია - წავალთ უკან წარსულში თუ წავალთ წინ, მაგრამ ამ წინსვლაში რა იქნება თითოეული მოქალაქისთვის ხეირი და სარგებელი, ამაზე არის ძალიან ბევრი სალაპარაკო. ეს ორი თვე ძალიან დიდი დანაკარგია“ , - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია