დავით ზალკალიანი - ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორსა და წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას

ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკანიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უსაფრთხოებისა და გამოწვევებთან მიმართებაში ქვეყნის პოზიცია გააცნოს, რომელიც რეგიონში არსებობს და განსაკუთრებით შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა იქნება.

„ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის მნიშვნელოვანი გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რაც არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას და ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა. ამ ფორმატში მას ექნება შესაძლებლობა, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია უსაფრთხოების იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში და განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ უაღრესად საინტერესო სამიტი იქნება და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კვლავ თავის პარტნიორებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება.

„მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად და დინამიკურად შეიცვალა მთლიანად რეგიონში, გლობალურად და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას და სწორედ ეს ახალი გარემოება კარნახობს, ასევე სხვა ინტეგრაციულ პროცესებს. საქართველო ვერ განიხილება იზოლაციურად და მოწყვეტილად ამ პროცესებისგან და ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ჩვენი პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული და სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს”, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე