პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს

ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან სწრაფად მობრუნდება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს. მაგრამ ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა, წინ სწრაფად მიიწევენ. ასე რომ, მთავარი საკითხია, შეუძლია თუ არა საქართველოს ამ დროის დაკარგვა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებს დაეწევა.

„დრო გადის და ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებსა და საქართველოს შორის დაშორება არ მცირდება, სამწუხაროდ, გაცილებით დიდი ხდება. ერთი მხრივ, ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გავხსენით, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შევაჩერეთ. იმედი მაქვს მხოლოდ დროებით. მაგრამ ეს სრულიად საქართველოს და ქართველების ხელშია“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა