გია ჯაფარიძე - მმართველი პარტია წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა, რომ „ქართული ოცნება“ უძლეველია - ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო

„ქართული ოცნება“ წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა, რომ „ქართული ოცნება“ უძლეველია. ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო, - ასე აფასებს ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ წევრი, გია ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „სამი პოლიტიკური ცენტრითაც კი გამორიცხულია „ქართული ოცნების“ დამარცხება“.

როგორც ის განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ მომხრეები კი არა, მოძულეები ჰყავს ქვეყანაში.

"მე ასე არ ვფიქრობ. რასაც მამუკა მდინარაძე ამბობს და ალბათ, სხვები იტყვიან, იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც "ქართული ოცნება" ეწევა.

"ქართული ოცნება" წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა თუ მითი, რომ "ქართული ოცნება" უძლეველია. სხვადასხვა რიცხვს ამბობენ, 60%, საკონსტიტუციო უმრავლესობა... ამ რიცხვებს რომ დავუჯეროთ, რას ნიშნავს? - ყოველი მეორე "ქართული ოცნების" მომხრეა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის. გავიდეთ ქუჩაში მამუკა მდინარაძესთან ან ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვნახოთ, ყოველი მეორე არის თუ არა "ქართული ოცნების" მომხრე. ეს ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიან დაცვის გარეშე, ლექციის წასაკითხად რომ მიდის, 35-კაციანი დაცვა მიჰყვება, "ტიტუშკები" ჰყავთ ლექციაზე სტუდენტების ნაცვლად. მომხრეები კი არა, მოძულეები ჰყავთ ქვეყანაში.

მგონია, რომ ეს იყო შიში. ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო, ამიტომ ეს პროპაგანდისტული მანქანა უფრო აამუშავეს“, - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა “წითელი ხაზია”, ჯაფარიძე განმარტავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციურ პარტიებში.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს, მინდა დავუსვა ასეთი კითხვა: თუ ისინი აპირებენ დაამარცხონ „ქართული ოცნება“, რუსული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში, შესაძლებელია ეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარეშე?! თუ ეს შეუძლებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, მაშინ უნდა ითანამშრომლონ. თუ შესაძლებელია "ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან" თანამშრომლობა არჩევნების შემდეგ, რატომ არ არის შესაძლებელი დღეს? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციურ პარტიებში, მის გარეშე "ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებს. დღეს თუ მერე, თანამშრომლობა გჭირდება. ნუ ვიქნებით მიამიტები, რაციონალურები ვიყოთ“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ამასთან, მან დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ის მისი ძმის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დამარცხებას არ აპირებს, ის აპირებს პუტინის დამარცხებას.

„მე არ ვაპირებ ზურას დამარცხებას, მე ვაპირებ პუტინის დამარცხებას. საქართველოს ყველა მოქალაქე გავიმარჯვებთ, როდესაც დავამარცხებთ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს. მე არ შევსულვარ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, მე შევედი ერთიანობაში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ახალი საარჩევნო პლატფორმის "ერთიანობის" წარმომადგენლები დღეს დილით, არაფორმალურ გარემოში - პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმები იყო. პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გაიმართა. გაერთიანების სახეები პარტიის ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ წარადგინა. "ერთიანობას" შეუერთდნენ: გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, სოფო ჯაფარიძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა დიაროვი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა