თეონა აქუბარდია - ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში აღარ მიდის, „ღირსეული პარტნიორობის“ შეჩერება კი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დასრულებაა

მაშინ როდესაც აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერებიც კი ესწრებიან ამ სამიტს, საქართველოს იქ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ში აღარ მიდის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს ნატოს სამიტზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის უმძიმესია.

„უმძიმესია ნატო-ს საიუბილეო სამიტი საქართველოსთვის. მას ილია დარჩიაშვილი არ ესწრება. იგი ესწრება ნატო-ს სამიტზე კონკრეტულ ერთ ღონისძიებას, რომელიც პარტნიორობა მშვიდობას მოიცავს. მასში გაწევრიანებას ხელი 1994 წელს ედუარდ შევარდნაძემ სხვა ისეთ ქვეყნებთან ერთად მოაწერა, რომელსაც ნატო -ს წევრობა საერთოდ არ სურთ. მაშინ როდესაც აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერებიც კი ესწრებიან ამ სამიტს, საქართველოს იქ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ში აღარ მიდის. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ „რუსული კანონიდან“, რომლის შესახებაც ნატო-ს გენერალური მდივანი ღიად აფრთხილებდა „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ყველაზე მძიმე შედეგებს ველოდები, მათ შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოხდება თუ არა ბუქარესტის სამიტის დაპირების გამეორება ამ სამიტზე, რაზეც სრულად „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება აშშ-ის გადაწყვეტილებას, „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით, დეპუტატის თქმით, ამ სწავლების გადადება არის სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება.

„არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამხედრო სწავლებაა. ამ სწავლების გადადება ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება, რომელიც უმძიმესად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ის საფუძველი, რომელიც აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობით სუვერენიტეტის გზაზე არსებობდა, ეს თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა. ამიტომ ეს შეეხება არამხოლოდ ერთ სამხედრო სწავლებას, მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროგრამას ამერიკასთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის მზადებას გულისხმობდა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება