განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტომ (QAA) დისტანციურ ფორმატში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს - ამ შეთანხმების შესაბამისად, ორ სააგენტოს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მიზნად ისახავს ორივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე და მისი ჩართულობა მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მემორანდუმის მონაწილე მხარეებისთვის, რომ სამინისტრო მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამინისტროებსა და სააგენტოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაფართოებას.

„დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც 1997 წელს დაარსდა, არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო და იგი ფოკუსირებულია, როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფაზე. სააგენტო თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო სტანდარტების მხარდაჭერისა და გაუმჯობესების მიზნით.

თანამშრომლობის მყარ ბაზისს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორივე სააგენტო არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელისა (INQAAHE) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი და ორივეს მისიად განსაზღვრული აქვს მსგავსი მიმართულებები უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის.

მემორანდუმი ადგენს თანამშრომლობის რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ორივე სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული მიდგომების უკეთ გააზრებას. ამ შეთანხმების ფარგლებში, ორივე სააგენტო იღებს ვალდებულებას, ერთმანეთს გაუზიარონ სათანადო ინფორმაცია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისა და პროცედურების შესახებ. ასევე, მხარეები თანხმდებიან, გაცვალონ ინფორმაცია უმაღლესი განათლების ხარისხთან და სტანდარტებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

სააგენტოების პერსონალის განვითარება პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეთანხმება ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა, პერსონალის გაცვლითი პროგრამები, პარტნიორი მხარის მიერ ორგანიზებული შეფასების პროცესის დაკვირვება და სასწავლო პროგრამები/ტრენინგები. ეს ინიციატივები საშუალებას მისცემს ორივე სააგენტოს პროფესიონალებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც საბოლოოდ, გააძლიერებს ორივეს ინსტიტუციურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას.

შეფასების პროცესების საერთაშორისო განზომილების გასაძლიერებლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA) შეთანხმდნენ, გაცვალონ თითოეული სააგენტოს ექსპერტთა ბაზაში შემავალი შემფასებელ-სპეციალისტები, რათა გააძლიერონ შეფასების პროცესის საერთაშორისო განზომილება. დარგის ექსპერტების ეს გაცვლა შექმნის ახალ პერსპექტივებს და მნიშვნელოვან გამოცდილებას ორივე ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.

მემორანდუმი ასევე ქმნის შესაძლებლობას ორივე სააგენტოსთვის სასარგებლო პროექტებისა და აქტივობების კონტექსტში თანამშრომლობისთვის ბევრი მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება, სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, განათლების ხარისხის განვითარების კონტექსტში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა და ა.შ. თანამშრომლობის ეს კომპლექსური მიდგომა მიზნად ისახავს, სარგებელი მოუტანოს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სექტორს და ხელი შეუწყოს უფრო ურთიერთდაკავშირებულ და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ლანდშაფტის ჩამოყალიბებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის