საია-ს ანალიტიკოსი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოგვიცხადეს, რომ არ გვაქვს უფლება სხდომას ფოიეში დაველოდოთ - შენობის შესასვლელ კარსა და შლაგბაუმს შორის დაგვიდეს ორი სკამი - გვითხრეს, რომ საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოგვიცხადეს, რომ ანალიტიკოსებს უფლება არ გვაქვს სხდომას ფოიეში დაველოდოთ - გვითხრეს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულება და შესაბამისად, ჩვენ სხდომებს უნდა დაველოდოთ შენობის გარეთ, - ამის შესახებ საია-ს ანალიტიკოსმა ნინო ნოზაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, გამჭვირვალობის კუთხით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტუაცია გაუარესებული და სავალალოა.

მისივე თქმით, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს მონიტორინგს 2016 წლიდან უწევენ და სხდომებზე მათი დასწრება პრობლემას არ წარმოადგენდა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა სხდომის დაწყებამდე, „ფოიეში“ მათი ლოდინის მხრივაც.

„საზოგადოებამ იცის, რომ სხდომები ერთი, ორი საათის დაგვიანებით იწყება. თუმცა, რუსული კანონის ინიციირებას დაემთხვა სწორედ ეს ინიციატივა, როდესაც იუსტიციის საბჭოში გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს სხდომას დაველოდოთ ფოიეში. როდესაც მოვიკითხეთ, ამას რა არეგულირებს, გვითხრეს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულება და შესაბამისად, ჩვენ სხდომებს უნდა დაველოდოთ შენობის გარეთ. როდესაც ეს გავაპროტესტეთ მათ მომდევნო სხდომაზე მოგვცეს უფლება და გამოიჩინეს „კეთილი ნება“, რომ შენობის შესასვლელ კარსა და შლაგბაუმს შორის, სადაც დაახლოებით, ნახევარი მეტრია ადგილი, დაგვიდეს ორი სკამი. ეს ხდება შესასვლელი, არადა „ფოიე“ არის თავისუფალი, სავარაუდოდ 10-20 კაცი ეტევა. თუმცა, გვითხრეს, რომ იქ დალოდების უფლება არ გვაქვს და დაახლოებით, 2 საათი ველოდებით სხდომას. მაგალითად, 8 ივლისს საბჭოში სხდომა დანიშნული იყო 15:00 საათზე და 20:00 საათზე გვითხრეს, რომ სხდომა გადაიდო“, - განაცხადა ნინო ნოზაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება