მიხეილ ხიდურელი - უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა - ასეთი კონკრეტული, წერტილოვანი ჩართულობებით შესაძლებელია სერიოზული შედეგის მიღწევა

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ.

სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოხდა უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ლურჯი მოცვის ექსპორტის განხორციელება, ჯამში, დაახლოებით 500 ტონის, რომლის ნაწილიც უკვე გავიდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე.

მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა გაგრძელდება სხვა მიმართულებებითაც.

„ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა სურთ, შეუძლიათ, მოგვმართონ. ეს არის კარგი შესაძლებლობა, მოიძიონ სტრატეგიული პარტნიორი და ხელსაყრელი კონტრაქტიც გააფორმონ. ვფიქრობ, ასეთი კონკრეტული, წერტილოვანი ჩართულობებით შესაძლებელია სერიოზული შედეგის მიღწევა ქვეყნის ექსპორტის სტატისტიკაში,“ - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი კომპანიები განახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას სხვადასხვა ქსელებისათვის ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ბაზრებზე.

რაც შეეხება პროგრამას, ის მიზნად ისახავს პოტენციური შემსყიდველების იდენტიფიცირებას და ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირებას. 2022-23 წლებში სააგენტო თანამშრომლობდა ადგილობრივ აგროსექტორთან, 2024 წლიდან კი მისი სამიზნე სექტორებია: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია