რატი იონათამიშვილი გენპროკურორობის კანდიდატ ალექსანდრე კობაიძეს - ფაქტობრივად, კენჭსაყრელი პოზიცია არ არის დარჩენილი, სადაც თქვენ ბედი არ გეცადოთ - ეს თქვენი ჰობია, თუ რით არის განპირობებული?

ბოლოს ერთმანეთს პარლამენტში შევხვდით, როცა, სახალხო დამცველის პოზიციაზე იყრიდით კენჭს. ბიოგრაფიაში ამ მხრივ ძალიან მდიდარი გამოცდილება გაქვთ. უბრალოდ მაინტერესებს, ეს თქვენი ჰობია, თუ რით არის განპირობებული, ფაქტობრივად, კენჭსაყრელი პოზიცია არ არის დარჩენილი საქართველოში, სადაც თქვენ ბედი არ გეცადოთ, - ამ კითხვით საპროკურორო საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გენერალური პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ალექსანდრე კობაიძეს მიმართა.

იონათამიშვილმა კობაიძეს ის ვაკანტური თანამდებობები შეახსენა, რომელზეც სხვადასხვა დროს კენჭს იყრიდა.

„ბატონო ალექსანდრე, მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ეს კითხვა დაგისვათ, ვინაიდან თქვენ ამით გამორჩეული კანდიდატი ხართ, გაგვჭირდება ვიპოვოთ სხვა ისეთი მრავალფეროვანი ინტერესის და გამოცდილების ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ. ჩვენ ბოლოს ერთმანეთს პარლამენტში შევხვდით, როცა სახალხო დამცველის პოზიციაზე იყრიდით კენჭს. თქვენს ბიოგრაფიაში ამ მხრივ ძალიან მდიდარი გამოცდილება გაქვთ, ვინაიდან სხვადასხვა დროს იყავით სახალხო დამცველობის კანდიდატი, კენჭს იყრიდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებით. ასევე იყავით დიდუბის მერობის კანდიდატი, რუსთავის მერობის კანდიდატი, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი. უბრალოდ მაინტერესებს, ეს არის თქვენი ჰობი, თუ რით არის განპირობებული თქვენი ასეთი მრავალფეროვანი ინტერესი, ვინაიდან ფაქტობრივად, კენჭსაყრელი პოზიცია არ არის დარჩენილი საქართველოში, სადაც თქვენ თქვენი ბედი არ გეცადოთ“, - განაცხადა იონათამიშვილმა, რასთან დაკავშირებითაც კობაიძემ აღნიშნა, რომ ის აქტიური ადამიანია.

„ამით პირდაპირ გამოიხატება, რომ აქტიური ცხოვრება, საზოგადოებრივი საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანი იქნება. მე ასე მიმაჩნია, ადამიანი აქტიური უნდა იყოს, უნდა განვითარდეს. ახსენეთ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატიც ვიყავი, ნამდვილად ვიყავი, ჩემი მოტივაცია იყო, რომ ადამიანის უფლებათა მიმართულებით მეტი შესაძლებლობა მომცემოდა, აქ არაფერი ცუდი არ არის, გამოცდილება, რაც თქვენ მოიხსენიეთ, მიუთითებს იმაზე, რომ ჩემი ყოველდღიური შესაძლებლობა უფრო მეტად იზრდება. ასე არ არის, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და თქვენთან მოვედი, ყოველდღიური შრომა მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პროფესიულად განვვითარდე და როგორც ადამიანიც, წარმოვჩინდე, ისეთი, როგორიც ვარ“, - განაცხადა კობაიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა