გია ვოლსკი - ბრალდებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა და გადატრიალების მოწყობა სურს, ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდებები არ იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ბრალდებები იმის თაობაზე, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გადატრიალების მოწყობა სურს, ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდებები არ იყო.

როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, ხელისუფლება მხოლოდ ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურებოდა.

„არა, ეს ჩვენი ბრალდებები არ იყო! მაგალითად, ჩვენ შევაფასეთ ესტონეთის პრემიერ მინისტრისა და ევროკომისრის კაია კალასის განცხადება, რომლის ქმარმაც ომის შემდეგ, რუსეთთან ბიზნესის წარმოებით დიდი მოგება მიიღო. კალასმა განაცხადა, რომ უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრების ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილეობა ძალიან კარგია, ვინაიდან სწორედ ასე იწყებოდა მაიდანი. ეს ვთქვით არა ჩვენ, არამედ მან! ჩვენ სწორედაც მის ნათქვამზე გავაკეთეთ კომენტარი.

როდესაც ჩვენ საქართველოსთვის სტატუსის მონიჭების საკითხზე ვსაუბრობდით, ამას პირდაპირ დაემთხვა უკრაინის მხრიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა - უკრაინამ ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვია, რომ არ გავაგზავნეთ გარკვეული იარაღი და ასევე, არ გავგზავნეთ მოხალისეები ორგანიზებულად. ამას კიდევ დაემთხვა სტატუსის თემით გარკვეული მანიპულაციები მაშინ, როცა ყველა მონაცემით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით.

გამომდინარე აქედან, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ ჩვენ იმის გამო ვისჯებით, რომ უკრაინის ამ კატეგორიულ, რადიკალურ მოთხოვნას არ ავყევით, რომ საომარ მოქმედებებში ჩავრთულიყავით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება