რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური - ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ

ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „გათვალისწინებულია აქციის მონაწილეთა შორის „საკრალური მსხვერპლი“, რომელიც „ხალხის რისხვას“ უსაფრთხოების ძალებისკენ მიმართავს“.

„ამერიკელ ოსტატებს პროვოკაციების დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია გავიხსენოთ მაიდანი ათი წლის წინ, სადაც ასობით ადამიანი, მათ შორის, ქართველი დაქირავებული სნაიპერების მიერ დახვრეტილი, „დემოკრატიის სამსხვერპლოზე“ დაასვენეს“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

ასევე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს.

„როგორც „ვაშინგტონელ რეჟისორებს“ აქვთ ჩაფიქრებული, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, რომელშიც საქართველოს მთავრობას თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს და ფართო საზოგადოებას „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგებისა“ და რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ გააფრთხილებს. ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის მეშვეობით „ქართული ოცნებისთვის“, ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლების გარკვეული სახის პოლიტიკური სიურპრიზისთვის მომზადებას აპირებს, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის