თეონა აქუბარდია - საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მოქმედებებმა, ანტიდასავლურმა და ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჯარი უკიდურესად დააზიანა

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა, ანტიდასავლურმა და ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჯარი უკიდურესად დააზიანა! - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამ სიმძიმით დაზიანებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მთავრობასა და უმრავლესობას, “რომელიც ვერც კი ბედავს უპასუხოს ქართულ ჯარს, რატომ ჩააყენა ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში“.

“აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არამხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ გაუქმება, არამედ გაისისთვის აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოს საკითხის ამოღება და რაზეც ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ღიად საუბრობდა. ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის აშშ-სთან საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის განხორციელებას (GDDEI), სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვიდან გამომდინარე.

აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პროცესს უკვე მოჰყვა ნატო-ს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვაც. ჩემი ინფორმაციით, დანიამ ასევე შეაჩერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (sngp) ფარგლებში ოთხწლიანი მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოში მშვიდობის და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად. დანიამ 2023 წელს 27,12 მილიონი ლარი გამოუყო საქართველოს თავდაცვის და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების და გაძლიერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.

მეტიც, დღეს უკვე გასაჯაროვდა ჩემი სადეპუტატო წერილის საფუძველზე ევროკავშირის მიერ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ, რაც მოიცავდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერთავდაცვის სერვისთა პოტენციალის გაძლიერებას შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ევროკავშირისგან 63 მილიონ ევრომდე იყო ამ მიზნისთვის გამოყოფილი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის.

შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ“ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ჯარს და თავდაცვისუნარიანობას, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ნატო-ს თუ ევროკავშირის ქვეყნების მიერ, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული რუსული კანონი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, “ამ დიდი ზიანის მიუხედავად, ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვებაა, რაც მხოლოდ “ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან გაშვებით მოხდება“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა