ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის წევრი - ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, არის არსებული რუსული რეჟიმი

ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს „რეჟიმის შეცვლა პრინციპული საკითხია“.

„მჯერა, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა, ამის მიღწევისთვის საჭიროა სამი რამ.

პირველი: საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან.

მეორე: ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მოვა.

მესამე: ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.

მჯერა, საბოლოოდ, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია სამივე ამოცანას ეხმიანება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს