ნიკა გვარამია - ნიკა გილაური ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს

პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, - ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროინდელი პრემიერი, ნიკა გილაური იყოს, გვარამიას თქმით, გილაურისგან თანხმობა არ აქვს, ამიტომ ვერ იტყვის, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია.

“ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს”, - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება ერთიან საარჩევნო ნომერსა და სახელს, გვარამია ამბობს, რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.

“4-იანზე [საარჩევნო ნომერზე] შეჯერებული ვართ. სახელეზე ვიმსჯელებთ. ერთიანი გადაწყვეტილება გვჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ და რასაც ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება