რომან გოცირიძე - საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია - დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა

საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია - დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა, - აღნიშნული შეფასება დღეს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი “მავნებელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრებაა“.

“ფაქტობრივად, თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს - თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი!

მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე გახდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება