საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტუ-ის და Lion Trans-ის პარტნიორობით შემუშავებულ ავტოდილერის მოსამზადებელ ტრენინგკურსს გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები „ავტომობილების დილერის მოსამზადებელ“ სამმოდულიან ტრენინგკურსს გადიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ავტოდილერის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგკურსი, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისიდან ამოქმედდა და 2 თვის თავზე დასრულდება, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და კომპანია Lion Trans-მა სამიზნე ჯგუფისთვის - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის - დამატებითი სწავლების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმით განმტკიცებული პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად შეიმუშავეს.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, აღნიშნავს, ტრენინგკურსი დაინტერესებულ მსმენელს ავტოსადილერო ინდუსტრიის თეორიულ არსს აცნობს და კომპანია Lion Trans-ის რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრაქტიკული კომპონენტების გამოყენებით, ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ბიზნესაქტივობების პრინციპების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აძლევს. ბორის გითოლენდიას თქმით, ტრენინგკურსის გავლით სტუდენტებს ექმნებათ საუკეთესო შესაძლებლობა, პრაქტიკოსებთან კონსულტაციის შედეგად შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფორმაციის უნარი გამოიმუშაონ.

როგორც დეკანი აღნიშნავს, უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა და კომპანია Lion Trans-ის სპეციალისტებმა ტრენინგკურსი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და ის სამ თეორიულ მოდულად დაყვეს: „ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა“; „მომსახურების სტრატეგია და ეფექტურობა“; „ავტოდილერის პრაქტიკული მოდული“, რომელთა ათვისების შემდეგ, პრაქტიკული სწავლებები სტუდენტებმა უშუალოდ Lion Trans-ის სათავო ოფისში გაიარეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დაინტერესებულ სტუდენტებს, მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების მიზნით, მისცეს ზოგადი ცოდნა ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ, გააცნოს თანამედროვე ავტოსადილერო ინდუსტრიის მოთხოვნები, შეასწავლოს სადილერო საქმიანობის არსი და თავისებურებები, სტრუქტურა და საქმიანობის პრინციპები, დაგეგმვისა და კონტროლის მნიშვნელობა, გაათავისებინოს დილერის როლი ამ ინდუსტრიაში და შესძინოს გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ზოგადი უნარები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრენინგკურსის ყველა პრაქტიკული მოდული სტუდენტებმა Lion Trans-ის სათავო ოფისში გაიარეს, მათ შორის აითვისეს აუქციონის პლატფორმა, რომელსაც მხარს უჭერს ერთ-ერთი მასშტაბური ამერიკული ავტოაუქციონი - IAA. წარმატებად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ ყველა ძირითადი ამოცანა, რომელიც ავტოსადილერო სფეროში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების დახელოვნებას ითვალისწინებს, ტრენინგკურსით მიღწეულია. ვიმედოვნებთ, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით შეძლებენ დასაქმებას ავტოსადილერო ინდუსტრიაში“, - აღნიშნავს ბორის გითოლენდია.

კომპანია Lion Trans-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტრენინგკურსი ინოვაციურია და კარგად ასახავს როგორც სადილერო ბიზნესის საჭიროებებს, ასევე, ბიზნესპრაქტიკაში მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს. როგორც ლევან სუხიტაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და Lion Trans-ის პარტნიორობით მომზადებული ტერნინგკურსი ქვეყნის უმსხვილესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის სტუდენტებს დამატებითი სწავლების შესაძლებლობებს სთავაზობს და ამავდროულად, წამყვანი დარგობრივი კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტსაც ითვალისწინებს.

სტუ-ის ინფორმაციით, „ავტომობილების დილერის მოსამზადებელი“ სამმოდულიანი ტრენინგკურსის სრულად გავლის შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ და ამასთან ერთად, საუკეთესო მსმენელებს კომპანია Lion Trans-ში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს მხოლოდ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან, სამომავლოდ კი, კურსის განვრცობა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მისი შეთავაზებაც იგეგმება.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია