ირაკლი ზარქუა - მაქვს განცდა, რომ გავლენიანი ჯგუფები, რომლებსაც ელჩებზეც აქვთ გავლენა, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და შემდეგ მსოფლიოში გაბატონებულმა მარგინალურმა ჯგუფებმა მეორე ფრონტი გახსნან

მაქვს განცდა, რომ გარკვეული გავლენიანი ჯგუფები, რომელთაც გავლენა მათ შორის ელჩებზეც აქვთ, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და შემდგომ მსოფლიოში გაბატონებულმა მარგინალურმა ჯგუფებმა მეორე ფრონტი გახსნან - ეს ყველაფერი ამას უკავშირდება! - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ.

ზარქუას აზრით, საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი, “რასაც ქართული საზოგადოება არ გაატარებს“.

“აბა, როგორ შეიძლება, თავისუფალმა სახელმწიფომ, თავისუფალმა პარლამენტმა კანონი მიიღო და ამის გამო დასაჯო?! თან ასე უტიფრად და უსირცხვილოდ ამბობ ჯარზე, რომელიც ყველა მისიაში მონაწილეობდა - ავღანეთსა და ერაყში, რისი ინტერესი საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ ეს მსოფლიო უსაფრთხოების პროგრამა იყო და ჩვენ მასში ვმონაწილეობდით. რამდენი გარდაიცვალა და დასახიჩრდა ამ მისიებში?! - ამის შემდეგ რა პასუხია, რომ 30 მილიონით ჯარს არ დააფინანსებ და ლომჯარიები უნდა დააფინანსო, რათა რევოლუცია მოაწყონ. ეს მიუღებელი, უსამართლოა და ამას “ქართველი ხალხი“ არ გაატარებს!

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს და პარლამენტში კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვეყოლება, რადგან ამ მუქარებს, უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტს ქართული საზოგადოება არ გაატარებს - გამორიცხულია! ამას არ იმსახურებს არც ქართული სახელმწიფო, არც ქართველი ხალხი და არც ქართული ჯარი.

დასავლეთს საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ სჭირდება. ჩვენი არჩევანია ევროატლანტიკური არჩევანი, რაც ასახულია კონსტიტუციაში, მაგრამ ჩვენ უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს ვერ გავატარებთ!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა