ილია დარჩიაშვილი - ქართული მხარის მონაწილეობა ნატო-ს საიუბილეო სამიტში არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი - საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა

აშშ-ის დედაქალაქში იმართება უმნიშვნელოვანესი სამიტი - ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოწვეულია და მონაწილეობს ამ სამიტში, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა, - ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის დედაქალაქში, საქართველოს ნატო-ს საიუბილეო სამიტში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე აღნიშნულ ურთიერთობებს წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აშენებდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.

"ჩვენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ, ის რომ საქართველოს აქვს ძალიან ცალსახა საგარეო პოლიტიკური ვექტორები, დასტურდება იმითაც, რომ საქართველო დღეს ვაშინგტონში მონაწილეობს ამ უმნიშვნელოვანეს სამიტში. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს არსად წასულა ჩვენს რეგიონში. სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში ვართ ჩართული, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ჩვენს ქვეყანაში",- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი განცხადებით, სამიტის დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს.

"კიდევ ერთხელ მოხდება პარტნიორი ქვეყნებისა და ალიანსის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინის მიმართ, რაც ესოდენ სჭირდება უკრაინას, იმისთვის, რომ ძალიან რთულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. სამიტის მთავარი გზავნილი იქნება სოლიდარობა უკრაინას, საუბარი იქნება გზებზე, თუ როგორ შეიძლება დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს ესწრება.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა