ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საიუბილეო 75-ე სამიტს და მის ფარგლებში განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული პროცესის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამასთან, ხაზი გაესვა ალიანსის მხრიდან როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ომს უკრაინაში. აღინიშნა, რომ შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე