კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ფეხბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე მოეწყო - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, LED განათებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე და რულონური ბალახი.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტერიტორია არ იყო, შევძელით, მაქსიმალურად სწორად დაგვეპროექტებინა. ტერიტორიაზე მოეწყო პატარა საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, დასასვენებელი სივრცე. ამ დასახლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან, ფაქტობრივად, აქ არაფერი არ არსებობდა. ტერიტორიის ფართობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გაკეთდა. აქვე, მოშორებით არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც 100-მეტრიანი სტადიონის მოწყობის შესაძლებლობაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ პროექტს და სამომავლოდ მასაც განვახორციელებთ.

სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი პატარა, ვინც ფეხბურთით არის დაინტერესებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების შემდეგ ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ფეხბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი გამოიყო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა