კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს - ეს ადამიანი თავის სიმდიდრეს ყოველთვის ახმარდა თავის ქვეყანას

ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია. ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბლუმბერგის“ მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 7 მილიარდი დოლარი გახდა.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს არასდროს ჰქონია ფინანსური პრობლემები.

„პირველი ადამიანია, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული - საქართველოში, სხვადასხვა მიმართულებით 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული. ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია. ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ეს ადამიანი თავის სიმდიდრეს ყოველთვის ახმარდა თავის ქვეყანას, მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენას, ადამიანების დახმარება და ეს გრძელდება დღესაც“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მიზანმიმართულად ხდება მისი კუთვნილი თანხების დაკავება, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „საქართველო არცერთ თანხაზე არ იყიდება“.

„ნუ ნერვიულობთ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე. მას არასდროს ჰქონია ფინანსური პრობლემები, პირიქით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო დამოკიდებულებაა ის, რაც ხდება Credit Suisse -სთან დაკავშირებით. ყველა სასამართლო მოგებულია და იმის, გამო რომ ქვეყანა არ მიჰყავს იმ გზით, რომ ქვეყანა ჩაერთოს ომში, ქვეყანაში გააჩინოს მეორე ფრონტი, ჩაერთოს სანქციებში და ა.შ. მიზანმიმართულად ხდება მისი კუთვნილი თანხების დაკავება, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო არცერთ თანხაზე არ იყიდება. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, გვინდა, რომ ეს ორმხრივი იყოს და ამ მიმართულებით მეორე მხრიდანაც დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია