შალვა პაპუაშვილი - ის, რომ ევროპელი დიპლომატები არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "ენჯეოების" ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა - ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც "ნაცები" და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში მოქალაქემ "მონა" და "ბიძინას რუსი" ეძახა.

მისი თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.

,,უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს