ჯო ბაიდენი - უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

ბაიდენმა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს.

„პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება და რუკიდან წაშლა სურს, ნაკლები არაფერი, ნაკლები არაფერი. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ნატო დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა.

„ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს მის ისტორიაში. როდესაც ეს უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს ის კვლავ თავისუფალი ქვეყანაა და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა და გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და რუმინეთის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დასაცავად ქვეყანას Patriot-ის დამატებით 5 სისტემასა და სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებს მიაწვდიან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა