ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დღეს დაფუძნდება

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დღეს დაფუძნდება.

11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბრიფინგი გაიმართება, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე განცხადებას გააკეთებენ.

„ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ.

საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება