„ქართული ოცნება“ - შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, „2019 წლის შემდეგ 4 წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია“.

„მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები განაახლა. შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ ადამიანზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 51 ათას 152 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა, წლიურმა ზრდამ კი 6,8% შეადგინა, რაც გამორჩეული მაჩვენებელია. ზრდის ამ ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ხუთეულში საქართველოსთან ერთად არის გაიანა, კოსტა რიკა, სომხეთი და ჩინეთი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა საქართველოს ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ირკვევა, რომ 2019 წლის შემდეგ 4 წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია.

მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს. მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1]. https://data.worldbank.org/indicator/SL.GDP.PCAP.EM.KD?end=2023&skipRedirection=true&start=1991&view=chart “, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში