ნიკა მელია - შემოდგომით, როცა ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში

კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, სამი პოლიტიკური ძალის პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს.

„გუშინ შედგა სამი პოლიტიკური ძალის - „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ ერთობა, რომლის ერთადერთი მიზანია - ივანიშვილის დამარცხება საქართველოს გასამარჯვებლად.

საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს განსხვავებულთა გაერთიანებას, მცირე ნაწილი იარლიყების ეძებს ამ ერთობის დასაკნინებლად, არადა, განსხვავებული ძალები რომ ერთიანდებიან,ზუსტად ეს არის სიძლიერე.

ნამდვილად არაა იოლი ასეთი ერთობის მიღწევა, და ამ რთული ამოცანის გადაჭრაში ვლინდება ამ ძალების ძალაც და კეთილგონიერებაც. განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს.

დაინტერესებულმა პირებმა ამ ერთობის დასაკნინებლად დაიწყეს სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე, მეტიც, კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა.

ეს პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე.

ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი განსხვავებული ბიოგრაფიები გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარსული. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, ზოგს ძალიან არ მოსწონს, ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ მოგვწონს ერთმანეთის - გნებავთ შეხედულებები, გნებავთ ხედვები, გნებავთ წარსულში გადადგმული თუ არგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ყველა არმოწონება ბარდება წარსულს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ამ გაერთიანებით ჩვენ ვასრულებთ ქართული საზოგადოების დაკვეთას, ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო ამოცანას, ვდგამთ კარგად გააზრებულ, პრაგმატულ ნაბიჯს, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერთიანდებით მომავლისთვის და არა წარსულისთვის.

შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში“,- წერს ნიკა მელია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია