იაგო ხვიჩია - ოპოზიციის სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა - „დროა, გირჩი-ოთ ახალი“ კი არა, უნდა ყოფილიყო „დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო“

ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა. „დროა, გირჩი-ოთ ახალი“ კი არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო „დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო”, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” წარუმატებელი გაერთიანების მცდელობაა.

“[ნიკა] გვარამიამ ჩაატარა კვლევა, სადაც დაწერა, რომ თვითონ და კიდევ 3-4 ადამიანს მიშაზე [სააკაშვილი] დიდი რეიტინგი აქვთ. ამ კვლევის მიზანი ის იყო, რომ “ვინც კარგები ვართ, ერთად მოვგროვდეთ”. შესაბამისად, ამ ე.წ კარგებს დიდი პროცენტები დაუწერეს, მაგრამ ზოგმა მათგანმა ეს პროცენტები დაიჯერა. მე მაგალითად, ამას “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” წარუმატებელი გაერთიანების მცდელობას ვაბრალებ, იმიტომ, რომ შენ თუ მათ იმას დაუწერდი, რომ შენს გარეშე გადალახავენ ბარიერს, მეტი რა უნდათ - იმათაც დაიჯერეს. ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა. “დროა, გირჩი-ოთ ახალი” კი არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო “დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო”, მაგრამ საბოლოო ჯამში, “დროა, გირჩი-ოთ ახალზე” გაჩერდა, იმიტომ, რომ მე მგონი, გვარამიას კვლევის შედეგები მართლა დაიჯერეს იმ ხალხმა, ვინც ამ გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებზე ორ-ორი პარტიით წარდგენა გადაწყვიტეს.

როგორც ხვიჩიამ განმარტა, “ქართული ოცნებას” თავად პარტია და “გახარიები”წარმოადგენენ.

“ჩემი აზრით, მთავარია ხმები არ დაიკარგოს. იმისთვის, რომ ხმები არ დაიკარგოს, კარგი იქნებოდა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევე წარდგეს ბიულეტენზე, როგორც ეს რეალობაშია. რეალობაში სულ სამი პარტია არსებობს: “ქოცები”, “ნაცები” და “გირჩი”. მაგრამ ამის მიუხედავად მიშამ არჩევნებზე მაინც 2 პარტიით გამოსვლა გადაწყვიტა. ან შეიძლება, მიშამ არ გადაწყვიტა, მაგრამ, ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობა” ამ არჩევნებზე ორი პარტიით გავა. ზუსტად ასე ორი პარტიით გადის “ქართული ოცნება” - თავად “ქართული ოცნება” და “გახარიები”, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ, არც მოუნანიებიათ და არც ნაკლოვანებებზე უსაუბრიათ - უბრალოდ უღალატეს მათ. ვიღაცას რომ უღალატო, ეს სხვად ხომ არ გაქცევს? ისევ “ქართული ოცნება” იქნები, ოღონდ მოღალატე. მე არ ვიცი, საბოლოო ჯამში ეს როგორ დალაგდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები იმას მაინც მოახერხებენ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა