მამუკა ხაზარაძე - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა რუსულ პოლიტიკაზე უნდა გაიმარჯვოს - ჩვენი ადგილი ევროპაშია

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ხაზარაძე ბოლო პერიოდში აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ კითხვის ნიშნები აღარ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს საქართველო.

„1. ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება;

  1. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის;
  2. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით;
  3. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში.

ეს ბოლო სამი დღის ამბებია...

კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს