გია ვოლსკი - არასამთავრობო სექტორის შესახებ განცხადებები უსამართლობაა და კითხვებს წარმოშობს: მართლაც, ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს?!

არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები სულ მცირე უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს - მართლაც, ამ ნაბიჯების უკან ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს?! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “პარტნიორების მხრიდან არ არსებობს პასუხი კითხვაზე, აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის წევრ ქვენებში არსებული გაცილებით უფრო მკაცრი კანონი რატომ არის მათთვის კარგი, ხოლო საქართველოსთვის - ცუდი და რა არის მათ შორის სხვაობა“.

“ჩვენი მხრიდან საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თანხები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს, მათ საქმიანობას არავინ ზღუდავს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა - ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას უჩვენებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა