სახალხო დამცველი რელიგიის სააგენტოს ქართულ-ამერიკულ კონფერენციაში მონაწილეობდა

9-10 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმში გამართულ მეორე ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად რელიგიური განათლების როლი განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა რელიგიური ტოლერანტობის კუთხით წლების მანძილზე შესწავლილი გამოწვევები და მათი აღმოფხვრის მიმართულებით აპარატის მუშაობის პრაქტიკა განიხილა.

„ასევე, ხაზი გაუსვა რელიგიის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის სახალხო დამცველის აპარატის როლს და შემუშავებული რეკომენდაციებიც წარმოადგინა.

თავის გამოსვლაში ლევან იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხზე და მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობის აღწერისა და შეფასების პროცესის დაწყების აუცილებლობაზე. ასევე, მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველმა ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადასაჭრელად სახალხო დამცველის რეკომენდაციების, მათ შორის, შრომის კოდექსში უმცირესობათა რელიგიური დღესასწაულების უქმეებად გამოცხადების შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

კონფერენცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს