პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - 2024 წლის 6 თვეში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 145 ფაქტი დადგინდა

დადგინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 145 ფაქტი, მათგან 25 ფაქტი გამოვლინდა 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 120 ფაქტი - საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი 43 შემთხვევაში გამოიყენა.

„მოქალაქეთა მომართვიანობა - საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 1235 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 1135 (92%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 78 (6%) - საჯარო უწყებებში, ხოლო 22 (2%) - სამართალდამცავ ორგანოებში.

მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) - სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 93 ფაქტზე. მათგან 39% (36) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 61% (57) - არაგეგმურად.

გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები - სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 145 ფაქტი, მათგან 25 ფაქტი გამოვლინდა 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 120 ფაქტი - საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 79% (115) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 21% (30) - საჯარო სექტორში, ხოლო 0% (0) - სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.

სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები - სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის გასცა 208 დავალება და რეკომენდაცია.

სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები - საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 11 201 კონსულტაცია გასცა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი - სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 43 შემთხვევაში გამოიყენა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მიიღო 1 შეტყობინება.

სამსახურმა ჩაატარა 87 შეხვედრა 5 246 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს. ვრცლად https://pdps.ge/.../%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა